ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, იმპორტი კი 11%-ით გაიზარდა

ეკონომიკა ·

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, იმპორტი კი 11%-ით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 722 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით, ანუ 37 მილიონი დოლარით მეტია. საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, მთლიანობაში 2026 წლის 10 თვეში საქართველომ უცხოეთში 6.84 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წლიურად 17.9%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში ის 1.73 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ზრდა წლიურად 11%-ია, რაც 174 მილიონ დოლარს შეადგენს.