მარნეულში საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 94 450 ლარი დაიხარჯება

ეკონომიკა ·

მარნეულში საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 94 450 ლარი დაიხარჯება

მარნეულში საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 94 450 ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი გამოცემის, Marneulinews.ge-ს სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანხა სხვადასხვა აქტივობისა და საზეიმო ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდება. სატენდერო პირობების მიხედვით, თანხა მოხმარდება სცენის მოწყობას, განათებისა და გახმოვანების უზრუნველყოფას, მუსიკალური ჯგუფების მოწვევას, სადღესასწაულო დეკორაციების განთავსებასა და აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე მოლაპარაკე წამყვანების დაქირავებას.