მაღლაფერიძის ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს წევრები დამატებით 1 თვის ჰონორარებს აიღებენ

ეკონომიკა ·

მაღლაფერიძის ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს წევრები დამატებით 1 თვის ჰონორარებს აიღებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძის ინიციატივით, საბჭოს წევრები ერთჯერადად დამატებით 1 თვის ჰონორარს აიღებენ. ბიუჯეტის ნაშთის განაწილების პროცედურას კანონდარღვევა უწოდეს და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს წევრებმა ლაშა ტუღუშმა და ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.