კრიპტოკაპიტალიზაცია 10 თვეში $1 ტრლნ-ზე მეტით შემცირდა

ეკონომიკა ·

კრიპტოკაპიტალიზაცია 10 თვეში $1 ტრლნ-ზე მეტით შემცირდა

კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია (ყველა კრიპტოვალუტის ჯამური ღირებულება ერთად) $2.18 ტრლნ-მდე შემცირდა, რაც იანვრის წლიურ პიკთან შედარებით $1.1 ტრლნ-ით ნაკლებია, გაიაფებულია თითქმის ყველა ცნობილი კრიპტოვალუტა. უფრო დაბალი კაპიტალიზაცია – $2.08 ტრლნ ბოლოს ივნისში დაფიქსირდა. პირველი კრიპტოვალუტა ბიტკოინი ქსელში 2009 წლის იანვარში გაეშვა. მაშინ მისი ღირებულება 1 ცენტზე ნაკლებს შეადგენდა. ერთ-ერთი პირველი ტრანზაქციით 10 000 ბიტკოინით 2 პიცა შეიძინეს.