50 ლარამდე გაიზარდა საბაგიროს ფასი გოდერძიზე – რა ხდება მთის სხვა კურორტებზე

სამთო კურორტებზე საბაგიროების ფასი გაიზარდა. მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ახალი ტარიფები განისაზღვრა. ახალი ტარიფების მიხედვით, მაგალითად, კურორტ გოდერძიზე 1 დღე საბაგიროთი სარგებლობა 50 ლარი დაგიჯდებათ, გასულ წელს – 30 ლარი იყო. მესტიაში საბაგიროს ფასი დღეში 50-დან 70 ლარამდე გაიზარდა, ბაკურიანში 55-დან 75 ლარამდე, გუდაურში კი, საბაგიროს ფასი 1 დღით 90 ლარია. გუდაურში გასულ წელს იგივე საბაგიროს აბონემენტი მოთხილამურეს 70 ლარი უჯდებოდა.