ბიზნესმენ ელგუჯა ქებურიასა და ელგუჯა გოცირიძის შვილის კომპანია ვაკეში K2 კოეფიციენტის გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს გადაიხდის
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილ სამედიცინო ცენტრ „იუნონას“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დეველოპერული კომპანია „დელუქს ფროფერთი“ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) 3.5-დან 6.1-მდე გაზრდისთვის 31.7 მილიონი ლარის გადახდაზე თანხმობას აცხადებს. საუბარია ჭავჭავაძის გამზირის N60ა-სა და N60გ-ში მდებარე 6 887 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.