ბათუმის მერია ძეგლს დაანგრევს და თავიდან ააშენებს – 1,4 მილიონი ლარი „რეაბილიტაციისთვის“

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის 34 ნომერში მდებარე ერთსართულიანი შენობის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 1,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული ძეგლის „რეაბილიტაცია“ კი, პროექტის მიხედვით, გულისხმობს შენობის სრულ დემონტაჟს და ახალი შენობის აშენებას – „არქიტექტურული სახის მაქსიმალურად შენარჩუნებით“. ამონარიდი პროექტიდან, რომლის განმარტებითი ბარათის მიხედვით ვაჟა-ფშაველას N34-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია გულისხმობს შენობის სრულ დემონტაჟს და ახლის აშენებას.