ბათუმი სოფლის ტურიზმის ტრადიციულ ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობს

ბათუმი სოფლის ტურიზმის ტრადიციულ ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობს. ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით იქნება წარმოდგენილი. აქცენტი რეგიონის სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე კეთდება. მოწყობილია კვების სივრცეები, ასევე ტარდება თიხაზე მუშაობის, ქარგვისა და კულინარიული მასტერკლასები. ფესტივალში 200-მდე მეწარმე მონაწილეობს. სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.