ბაქო-თბილისის მატარებელმა 96 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა

ივნის-ოქტომბერში ბაქო-თბილისის მატარებლით 96 ათასზე მეტმა ადამიანმა იმგზავრა. ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით სააგენტო APA ავრცელებს. საქართველო-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 6 წლიანი პაუზისა და 2020 წლის შემდეგ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრის ფონზე, მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგა. სარკინიგზო ხაზზე აზერბაიჯანის რკინიგზის კუთვნილი Stadler-ის ტიპის მატარებლები მოძრაობენ. 1 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 ნოემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ყოველდღიურად 4 რეისი შესრულდება.