2025 წელს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა — აისახა ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე?

ეკონომიკა ·

2025 წელს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა — აისახა ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე?

საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განაახლა, რომლის თანახმადაც 2025 წელს საქართველოში მშპ 8.4%-ით გაიზარდა და არა 7.5%-ით როგორც ეს ადრე იყო ცნობილი. მშპ-ის მსგავსად გაიზარდა მუდმივ ფასებში დათვლილი რეალური ხელფასებიც, ოღონდ მხოლოდ 5.7%-ით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კი მცირედით მაგრამ მაინც შემცირდა. 2025 წელს 29%-იანი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით დაფიქსირდა.